ირაკლი კობახიძე ნიუიორკშია, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერის ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის. პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 81ე სესიაში მონაწილეობს და 24 სექტემბერს გენერალური დებატების ფარგლებში სიტყვით გამოვა. სწორედ ტრამპთან შეხვედრის არარსებობა ხდება ოპოზიციისთვის ერთერთი მთავარი განხილვის საკითხი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზად არის. ოპოზიციია თვლის რომ ვაშინგტონთან ურთიერთობის რეალური აღდგენისთვის ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.