საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა - Palitra News

საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა

2026-09-22 09:45:12+04:00

საქართველოსა და ნაურუს(ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგმა მოაწერეს. პრესსამსახურის თანახმად, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა სტაბილური და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველია.