ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

2026-09-22 10:07:41+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი დიპლომატიური გუნდი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ დაახლოებით 20 შეხვედრაა დაგეგმილი. დონალდ ტრამპის გარდა ის ასევე შეხვდება ევროპელ ლიდერებს, ამერიკელ სენატორებსა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, წამყვანი ამერიკული კომპანიებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.

ამასთან, უკრაინის დელეგაციამ ხელმოსაწერად მოამზადა დრონების შესახებ ახალი შეთანხმება.