თურქეთის ერთ-ერთ სკოლასთან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაშავდა 10 მოსწავლე, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მანისას პროვინციის თურგუთლუს რაიონში მდებარე ერთ-ერთი საშუალო სკოლის წინ მოხდა.
გუბერნატორის განცხადებით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
შეიარაღებულმა თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა დააკავეს.
თავდამსხმელი იმავე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.