ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირა იწყება. გაეროს 81-ე სესიაზე მსოფლიოს თითქმის 130 ლიდერი იკრიბება. მთავარი თემები უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომები, საერთაშორისო უსაფრთხოება და გლობალური გამოწვევებია. დღეს გენერალურ დებატებზე სიტყვით დონალდ ტრამპიც გამოვა, ხოლო გაეროს ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაც იგეგმება.