საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. საუბარი შეეხო განახლებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს, ახალი სასკოლო ფორმების დანერგვას, მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევასა და საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. მასწავლების ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, რომელიც ტრადიციულად 27 ოქტომბერს იმართება,
დასკვნითი საზეიმო ღონისძიება შედგება. გამორჩეულ 10 პედაგოგს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.