ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-09-22 13:00:59+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. გაძევებულთა შორის არიან: აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 83 მოქალაქე. უწყების ცნობით, უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვენიდან უკვე გაძევებულია 3000-ზე მეტი პირი.