მხოლოდ თბილისში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 15 მლნ ლარზე მეტი შევიდა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია 2026 წლის 8 თვეზე, რა დროსაც, თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა წლიურად 71%-ით გაიზარდა და 15 მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა. შედარებისთვის გეტყვით, რომ შარშან მთელი წლის განმავლობაში, ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ჯამში, 17 527 ათასი ლარი შევიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 8 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 178 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში კი ეს თანხა მცირედით აჭარბებდა 157 მილიონ ლარს.