საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მლნ დოლარით გაიზარდა და 9 მლრდ. დოლარს გადააჭარბა - Palitra News

საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მლნ დოლარით გაიზარდა და 9 მლრდ. დოლარს გადააჭარბა

2026-09-22 14:10:23+04:00

საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მლნ დოლარით გაიზარდა და 9 მლრდ. დოლარს გადააჭარბა. საუბარია მიმდინარე წლის აგვისტოს მაჩვენებელზე. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8 მილიარდ 805 მილიონი დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6 მილიარდ 759 მილიონ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1 მილიარდ 547 მილიონ დოლარს. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 263 მლნ. დოლარზე მეტია.

2026 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)./////////