რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი 20%-ზე მეტად შეამცირა.
საუბარია აგვისტოს მონაცემზე, ივლისთან შედარებით, როცა რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი ფულად გამოსახულებაში 14.3 მლნ დოლარამდე დაეცა. ამის შესახებ „რია-ნოვოსტი“ საქართველოს საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის შეფასებით, წელს ყველაზე დიდი მიწოდება ივლისში დაფიქსირდა, როცა ოქტომბრიდან მოყოლებული, რუსეთში ღვინის ექსპორტმა, ღირებულებით გამოსახულებაში, რეკორდულ მაჩვენებელს, 18 მლნ დოლარს მიაღწია. აგვიტოს კლების მიუხედავად, რუსეთმა ქართული ღვინის უმსხვილესი იმპორტიორის სტატუსი შეინარჩუნა. წამყვან სამეულშია ასევე პოლონეთი და ლატვია.