დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ვიზა არ მისცა და აცხადებს, რომ ეს „მორიგი არამეგობრული ქმედებაა“ - Palitra News

დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ვიზა არ მისცა და აცხადებს, რომ ეს „მორიგი არამეგობრული ქმედებაა“

2026-09-22 14:46:31+04:00

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის ვიზის გაცემაზე უარი „მორიგი არამეგობრული ქმედებაა“

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის ვიზის გაცემაზე უარი „მორიგი არამეგობრული ქმედებაა“.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ალიმოვს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.

„ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მორიგი არამეგობრული ქმედებაა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღის წესრიგში დააყენებს.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება აშშ-ის, როგორც გაერო-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის, ვალდებულებებს“, - აღნიშნა პესკოვმა.