საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.