განახლებული სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ სხვა 4 პარტიასთან ერთად გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა. მმართველი გუნდი კონკრეტული პარტიების აკრძალვის ერთ-ერთი არგუმენტად მათ მიერ კონსტიტუციური წყობილებისა და ხელისუფლების ლეგიტიმციის არაღაიარებას ასახელებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ასაკრძალი პარტიების სიაში პოლიტიკური გუნდების დამატებით დროის გაჭიანურებას ცდილობს, რადგან იცის, რომ პარტიების აკრძალსთვის ქართულ ოცნებას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ეს პოლიტიკური ფასი კი ოპონენტების მოსაზრებით გამოიხატება, მათ შორის, უმძიმეს პერსონალურ სანქციებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.