როგორ ეხმაურებიან ყოფილი თანაგუნდელები ღარიბაშვილის მორიგ წერილს - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ყოფილი თანაგუნდელები ღარიბაშვილის მორიგ წერილს

2026-09-22 15:55:08+04:00

დაპირება იყო: “არცერთი დღე ციხეში, პირობითი სასჯელი” - ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ ბოლო წერილში, მისი დაკავების "რეალურ მოტივებზე" და დარღვეულ შეთანხმებაზე საუბრობს. ყოფილი პრემიერის განცხადებით, დაპატიმრების მთავარი მიზანი მისი პოლიტიკური განეიტრალება, რეპუტაციის დაზიანება და საბოლოოდ პოლიტიკურ მომავალზე უარის თქმა იყო. ექსპრემიერის მორიგი წერილი პოლიტიკური შეფასებების თემად იქცა.