რა გახდა ბაგა-ბაღებში ბავშების მოწმავლის მიზეზი - Palitra News

რა გახდა ბაგა-ბაღებში ბავშების მოწმავლის მიზეზი

2026-09-22 15:56:03+04:00

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს. სააგენტოს ცნობითვე, ამ დროისთვის შემოწმებულია 70 ობიექტი, მათ შორის ქალაქ თბილისის 48 საჯარო ბაგა-ბაღი, ხორცის საწარმო და რძის პროდუქტების საწყობი. დედაქალაქის მერი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით მოიწამლნენ. კახა კალაძის განმარტებით იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა - გამოვლინდა ნოროვირუსი, უახლოეს დღეებში კი სააღმზრდელო პროცესი აღდგება.