მარკო რუბიო - მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ - Palitra News

მარკო რუბიო - მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ

2026-09-22 16:00:44+04:00

მზად ვართ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის წარმომადგენლებს შევხვდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

მარკო რუბიოს ცნობით, ირანის დელეგაციასთან შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

„ჩვენ მზად ვართ მსგავსი შესაძლებლობისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამას პოზიტიური შედეგის მიღწევის პერსპექტივა ექნება“, - აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დაესწრებიან.