ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან გავრცელებულ ბოლო წერილში მისი დაკავების მიზეზებსა და, მისივე შეფასებით, დარღვეულ შეთანხმებაზე საუბრობს. ყოფილი პრემიერის თქმით, შეთანხმება პირობით სასჯელს ითვალისწინებდა და მისი პატიმრობა არ უნდა დამდგარიყო. ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაკავების მიზანი პოლიტიკური განეიტრალება, რეპუტაციის დაზიანება და პოლიტიკიდან ჩამოშორება იყო. ექსპრემიერის წერილმა ახალი პოლიტიკური შეფასებები გამოიწვია.