ევროპის საბჭო ბახმაროში ჩატარებული სემინარის დაფინანსებაზე განმარტებას ავრცელებს - ორგანიზაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მიმღებისთვის გრანტი არ გადარიცხულა და არც არმაზ ახვლედიანისთვის, არც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის ჰონორარი გადაუხდიათ. საკითხზე აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ორგანიზაცია 1998 წელს არმაზ ახვლედიანმა დააფუძნა. ოპოზიცია მოკვლევას არასამთავრობო სექტორზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს, ხელისუფლებამ კი საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.