„ქართული ოცნების“ განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოთხოვნა ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვაზე - Palitra News

„ქართული ოცნების“ განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოთხოვნა ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვაზე

2026-09-22 20:44:12+04:00

„ქართული ოცნების“ განახლებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პარტიასთან ერთად კიდევ ოთხი ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვას ითხოვს. ერთ-ერთ არგუმენტად კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარება სახელდება. „ქართული ოცნების“ განმარტებით, პროცესს შესაძლოა საერთაშორისო სანქციები მოჰყვეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.