კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა დაიწყო. გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურისგან მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მანამდე მან უწყებასთან უწყვეტი აქცია დააანონსა და გენერალურ პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო.უწყების ცნობით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ განხორციელდა. ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.