თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ყველა ბაღში ჩატარდა დეზინფექცია, გამკაცრდა სანიტარული კონტროლი და სივრცეების დამუშავება ორ საათში ერთხელ ხორციელდება. აღნიშნული განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მანამდე კი სააგენტომ თბილისის საჯარო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი დროებით ამოიღო. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ პრევენციული ღონისძიებაა. კვლევა კი გრძელდება - 500-ზე მეტი ნიმუშიდან პასუხი მხოლოდ 39-ზეა მიღებული. სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი ზომები კვლევების დასრულების შემდეგ გაუქმდება.