ყვარელსა და გურჯაანში პროტესტი დასრულდა - მევენახეებმა ყურძნის ჩაბარება განაახლეს - Palitra News

ყვარელსა და გურჯაანში პროტესტი დასრულდა - მევენახეებმა ყურძნის ჩაბარება განაახლეს

2026-09-22 20:50:20+04:00

ყურძნის ფასის ზრდის შემდეგ მევენახეებმა აქცია შეწყვიტეს და მოსავლის ჩაბარება განაახლეს. მათი შეფასებით, ხელისუფლებამ შუალედური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც როგორც მევენახეების ინტერესებს, ისე ღვინის ხარისხის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ყვარელსა და გურჯაანში მევენახეები ღვინის საწარმოებთან ორი დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ და მოსავალს არ აბარებდნენ. პროტესტის შედეგად ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17-დან 16 პროცენტამდე შემცირდა. ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა.