„თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება - წლევანდელი ღონისძიებები თბილისის რამდენიმე სივრცეს მოიცავს - Palitra News

„თბილისობა“ 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება - წლევანდელი ღონისძიებები თბილისის რამდენიმე სივრცეს მოიცავს

2026-09-22 20:51:59+04:00

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე აღინიშნება. თბილისის მერის ინფორმაციით, ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე, ლეღვთახევში, ევროპის მოედანსა და მეტეხის ხიდზე გაიმართება. კახა კალაძის განცხადებით, წლევანდელი „თბილისობა“ მასშტაბური იქნება და ქალაქის ხუთ ლოკაციას მოიცავს. ღონისძიებების ფარგლებში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობა და პროგრამა უმასპინძლებს.