მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის ომის საკითხი განიხილება - Palitra News

მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში - გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის ომის საკითხი განიხილება

2026-09-22 20:53:21+04:00

ნიუ-იორკში დაიწყო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირა, რომელსაც მსოფლიოს თითქმის 130 ლიდერი ესწრება. საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი საკითხები ომებს, უსაფრთხოებასა და გლობალურ წესრიგს უკავშირდება. პირველი დღის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი გახდა, რომელიც მეოთხე წელს გადასცდა. ასამბლეის ფარგლებში უკრაინის საკითხზე არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაც გაიმართა.