ანდრეი სიბიგა - უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია, მოსკოვი ზეიმობს - ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებ გამოაცხადონ, რომ ეროვნულ სანქციებს შემოიღებენ მათ წინააღმდეგ - Palitra News

ანდრეი სიბიგა - უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია, მოსკოვი ზეიმობს - ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებ გამოაცხადონ, რომ ეროვნულ სანქციებს შემოიღებენ მათ წინააღმდეგ

2026-09-22 21:24:50+04:00

უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიებიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიებიდან ამოღება სამარცხვინო და გაუმართლებელია.

მოსკოვი ზეიმობს, რადგან მან მიიღო ის, რაც უნდოდა: დაუსჯელობის გრძნობა, ევროკავშირის დამცირება, და ევროპელებს შორის განხეთქილება.

მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს მოსკოვში ზეიმის ჩაშლის გზა. ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოვუწოდებ ახლა გამოაცხადონ, რომ საკუთარ ეროვნულ სანქციებს შემოიღებენ ამ ორი პირის წინააღმდეგ”, - წერს სიბიგა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრინდმანი.