ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს - რა მოლოდინები აქვთ ოპონენტებს - Palitra News

ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს - რა მოლოდინები აქვთ ოპონენტებს

2026-09-23 09:48:08+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს , სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალურ დებატებში ხვალ მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ქვეყნის ლიდერს უკვე შეხვდა და მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტშიც ჩაერთო. კობახიძე ასევე შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასის, და საქართველოში მის დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. კობახიძის ნიუ-იორკში ვიზიტის პარალელურად, ბრიუსელში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მისივე განმარტებით, საქართველო ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელებას ელოდება. ამ თემას უკვე გამოეხმაურა ქართული ოპოზიცია - როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, აღნიშნული ვიზიტებისგან მნიშვნელოვან შედეგებს არ ელოდებიან.