ვინ როგორ ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მე-7 წერილს - Palitra News

ვინ როგორ ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მე-7 წერილს

2026-09-23 09:48:54+04:00

ირაკლი ღარიბაშვილის მეშვიდე წერილმა პოლიტიკურ სპექტრში ახალი შეფასებები გამოიწვია. ყოფილი პრემიერი ახალ წერილში მისი დაკავების მიზეზებსა და, მისივე შეფასებით, დარღვეულ შეთანხმებაზე საუბრობს და ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მორიგ ბრალდებებს აყენებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის საქმე არა პარტიის შიდა გადაწყვეტილებას, არამედ კორუფციულ საქმეს უკავშირდება. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ღარიბაშვილის მორიგ წერილში მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე მინიშნებებს ხედავენ.