თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სწავლის განახლების პირობებსა და ვადებზე პასუხებს კვლავ ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნაა სკოლის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი დასკვნა და ბავშვებისთვის შესაბამისი სასწავლო სივრცის მოძიება. მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გაგრძელებას ითხოვს. სკოლის ყოფილი დირექტორი მშობლების უნდობლობას ლეგიტიმურად მიიჩნევს და სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რო კი მშობლებთან შეხვედრა უკვე გაიმართა და მხარეებმა შესაძლო ალტერნატივები განიხილეს.