საქართველო ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას ელოდება - რას ამბობს პაპუაშვილი ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ - Palitra News

საქართველო ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას ელოდება - რას ამბობს პაპუაშვილი ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ

2026-09-23 12:47:13+04:00

საქართველო ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას ელოდება - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ბელგიის ფედერალური პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა. მისი განმარტებით, 2024 წელს საქართველოსთან დიალოგის შეჩერება მცდარი გადაწყვეტილება იყო და ახლა საჭიროა კომუნიკაციის აღდგენა. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელი იქნება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება რიტორიკას არ შეცვლის და ევროკავშირის კრიტიკას არ შეწყვეტს.