ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძის ვიზიტი გრძელდება. მთავრობის მეთაური გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის დებატებზე სიტყვით ხვალ გამოვა. პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს და მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში. ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესაც შეხვდა და საქართველოში მისი დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ესაუბრა. აღნიშნულ საკითხს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ - ხელისუფლების ოპონენტები კობახიძის ვიზიტისგან მნიშვნელოვან შედეგებს არ ელოდებიან.