„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, თუმცა ახალი სარჩელის განხილვის კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია. საქმე „გახარია საქართველოსთვის“ და კიდევ 4ხ ოპოზიციურ გაერთიანებას ეხება. მმართველი პარტიის არგუმენტებს შორის კონსტიტუციური წესრიგისა და ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარება სახელდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ პროცესს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას შესაძლოა საერთაშორისო სანქციები მოჰყვეს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც.