დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი დამთავრების პერსპექტივა იყო. შეხვედრამდე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას ომის დასრულება ნამდვილად სურთ. უკრაინის საკითხზე მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თავდაპირველად ტრამპს, შემდეგ კი ზელენსკის ესაუბრა. მხარეებს შორის სხვა მოლაპარაკებებიცაა დაგეგმილი. ამ თემას ლაკო ვარშანიძე გაეცნო.