დიმიტრი პესკოვი - თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს - Palitra News

დიმიტრი პესკოვი - თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს

2026-09-23 14:03:12+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის პოზიცია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ უცვლელი რჩება და თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს.

„პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. პუტინმა თქვა, რომ ზელენსკის, თუ სურვილი აქვს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების გაწევა შეუძლია.

„მზად ვარ პუტინთან ნებისმიერ დროს შესახვედრად. ვფიქრობ, რომ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ (ომის დასასრულებლად)”, - აღნიშნა ზელენსკიმ.