გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია, რომელიც ამ დღეებში მსოფლიო არაერთი ლიდერის თავშეყრის ადგილია, პოლიტიკოსებს ტრიბუნას მნიშვნელოვანი თემების გასაჟღერებლად უთმობს. რუსეთ-უკრაინის ომი და შესაძლო შეთანხმება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, აშშ-ისა და ევროპის როლი პროცესებში - ამ და სხვა საკითხებზე მსოფლიოს სხვადასხვ წერტილიდან თავმოყრილი პოლიტიკური ფიგურები მსჯელობენ. მათ შორისაა საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეთაურობით, თუმცა მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტი არაფერს ნიშნავს ქართველი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კობახიძის გაეროში ყოფნა ვერაფერს შეცვლის ქართული პოლტიიკური სივრცისთვის.