ვიდრე პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გაეროში მიმდინარე სამიტს ესწრება, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგში ბელგიიდან ჩავა, სადაც ვიზიტის ფარგლებში გუშინ ჩავიდა.