რატომ ამატებდა "ქართული ოცნება" ასაკრძალი პარტიების სიას ეტაპობრივად პოლიტიკურ გუნდებს - Palitra News

რატომ ამატებდა "ქართული ოცნება" ასაკრძალი პარტიების სიას ეტაპობრივად პოლიტიკურ გუნდებს

2026-09-23 15:47:41+04:00

რატომ ამატებდა "ქართული ოცნება" ასაკრძალი პარტიების სიას ეტაპობრივად პოლიტიკურ გუნდებს?სამ პარტიას ფედერალისტები, მოგვიანებით კი გახარია საქართველოსთვის გუნდი დაემატა. ოპოზიციაში მუდმივად ამბობდნენ, რომ მიზეზი დასავლეთის რეაქციის შიშია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში პარტიების დამატებით ქართული ოცნება დროს ხელოვნურად აჭიანურებს, რადგან იცის, რომ პარტიების აკრძალვისთვის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დანიშნეს, ნიკა გვარამიამ ვადის გახარგრძლივება სწორედ ამ პროცესს დაუკავშირდა. „იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში“ - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.