ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა - Palitra News

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა

2026-09-23 15:49:01+04:00

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტიდან: თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან და გორიდან 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო. ცესკოს პრესსპიკერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების აქტიური და ინფორმირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილ გამოცდილებას.