ფაშინიანმა განაცხადა რომ ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული - რას გულისხმობს პროექტი - Palitra News

ფაშინიანმა განაცხადა რომ ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული - რას გულისხმობს პროექტი

2026-09-23 15:49:27+04:00

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა რომ ამჟამად მუშაობა „ტრამპის მარშრუტის” პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული, რაც რეგიონული ურთიერთდაკავშირებადობის სრულ რეალიზაციას გამოიწვევს. ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთსა და აშშ-ს შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობაზეც. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასული წლის 8 აგვისტოს შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შედეგად, სომხეთში ერთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტის სამი ცენტრი შეიქმნა, რომელთაგან ორი მასშტაბური საინვესტიციო პროგრამაა.