პატრიარქი შიო III, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს - Palitra News

პატრიარქი შიო III, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს

2026-09-23 16:13:39+04:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, 25 სექტემბერს, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.