ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ის დელეგაციაში ასევე შედიან გაეროში აშშ-ის ელჩი, მაიკ უილცი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე, მაიკ ნიდემი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. რუსეთის დელეგაციაში ასევე შედიან გაეროში რუსეთის ელჩი, ვასილი ნებენზია და აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდ დარჩიევი.
მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.SS.GE