საკმაოდ „საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
„წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა - პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის.
დღემდე, ეს „სასამართლო დავა” მიუწვდომელია - არც საჯაროა და არც ჩვენთვისაა ხელმისაწვდომი.
საკმაოდ “საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც საპარლამენტო მანდატებს ფლობს და მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა,” - წერს გახარია.SS.GEროგორ მოხვდე აქდაბალ პროცენტში სწრაფი სესხი