პარტიების აკრძალვის სარჩელი განახლდა - საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის - Palitra News

პარტიების აკრძალვის სარჩელი განახლდა - საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოს ეკუთვნის

2026-09-23 20:42:46+04:00

პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, განახლებული სარჩელის შემდეგ, ახლა საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას. განხილვის დასრულების ვადად, იანვარი ითვლება, თუმცა ქართულმა ოცნებამ რამდენიმე დღის წინ, ძველ ვარიანტში ცვლილება შეიტანა და 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნას, მეოთხე - გახარია საქართველოსთვის დაუმატა. მმართველი გუნდი იმედოვნებს რომ ეს განხილვის ვადების ცვლილებას არ გამოიწვევს, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ განახლებული სარჩელის მიზანი - სწორედ დროის გაჭიანურებაა.