შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ლუქსემბურგში - დაგეგმილია შეხვედრა დეპუტატთა პალატის სპიკერთან - Palitra News

შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ლუქსემბურგში - დაგეგმილია შეხვედრა დეპუტატთა პალატის სპიკერთან

2026-09-23 20:44:51+04:00

ვიდრე პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, ევროპაში ვიზიტებს განაგრძობს პარლამენტის თავმჯდომარე. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდება. პაპუაშვილი ლუქსემბურგში ბელგიიდან ჩავიდა, სადაც ვიზიტის ფარგლებში გუშინ იმყოფებოდა.