გაეროს 81-ე სესია - საქართველო გენერალურ დებატებზე პრემიერის გამოსვლას ელოდება - Palitra News

გაეროს 81-ე სესია - საქართველო გენერალურ დებატებზე პრემიერის გამოსვლას ელოდება

2026-09-23 20:46:48+04:00

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია გრძელდება. უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობენ. მათ რიგებშია საქართველოც. მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე გენერალური დებატებისთვის დათმობილ ტრიბუნას 24 სექტემბერს გამოიყენებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტი არაფერს ნიშნავს ქართველი ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კობახიძის გაეროში ყოფნა ვერაფერს შეცვლის ქართული პოლტიიკური სივრცისთვის.