ქართული ოცნება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს. პარტიის დეპუტატები ექსპრემიერის ბრალდებებს უარყოფენ და განმარტავენ, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებითაა გამყარებული. ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი ცდილობს პროცესს, პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭოს. კრიტიკულადაა განწყობილი ოპოზიცია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ღარიბაშვილის გზავნილები ქართულ ოცნებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.