ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა - დაიკითხნენ ალექსანდრე ტაბატაძე, კახა კახიშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი. შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის თქმით,
მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობის შესახებ, რადგან ეს პოლიციური და ოპერატიული ღონისძიება იყო და შესაბამის ორგანოს არ წარმოადგენდა.