თაზო დათუნაშვილი - 14 წლის განმავლობაში ნათესი ფართობები 26%-ით, ბოსტნეულის კი - 25%-ით შემცირდა - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - 14 წლის განმავლობაში ნათესი ფართობები 26%-ით, ბოსტნეულის კი - 25%-ით შემცირდა

2026-09-23 20:53:43+04:00

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებაში „სოფლის აყვავების“ დაპირებით მოსვლის შემდეგ, 14 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მისი თქმით, ამ პერიოდში ნათესი ფართობები 26%-ით, ბოსტნეულის — 25%-ით, ხოლო ციტრუსის - 30%-ით შემცირდა. დათუნაშვილი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში სურსათის სექტორი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამაში მილიარდობით ლარს ხარჯავს, თუმცა შედეგი საკმარისი არ არის. პოლიტიკოსი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.