კომუნიკაციების ომბუდსმენმა პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა - Palitra News

კომუნიკაციების ომბუდსმენმა პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

2026-09-23 20:55:15+04:00

კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. გვანცა ჩეიძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, საინფორმაციო ხასიათის 170-მდე შეხვედრა გაიმართა და უშუალო კომუნიკაცია 9 000-მდე (ცხრა ათასი) მომხმარებელთან შედგა.