ნოროვირუსი თბილისის ბაღებში - რა აჩვენა კვლევამ - Palitra News

ნოროვირუსი თბილისის ბაღებში - რა აჩვენა კვლევამ

2026-09-23 20:56:16+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების „ნოროვირუსით“ გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.