მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში

2026-09-24 10:10:51+04:00

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ მოწოდება“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლების პარალელურად გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრ